ანაზღაურება 1. საარჩევნო პერიოდში , უსკოს , საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს , ასევე უსკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა .
2.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30- ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან .
3.უ სკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და უ სკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უ სკო „ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .
4.ამ კანონის მე -1 2 მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების / ხელმძღვანელი პირებისათვის , ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების / ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირებისათვის გასცეს შრომის ანაზღაურება , არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან .
5.გარდა ამ კანონის მე -1 2 მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა , საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს / ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30- ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების / ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელ პირებს ერთჯერადად ეძლევათ შრომის ანაზღაურება , არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან .
6.საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებული უსკოს აპარატის , საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის , საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურება , აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი / სპეციალური ჯგუფის წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარება „ დაგროვებითი პენსიის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანების გადახდას .
7.უსკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა / ხელმძღვანელ პირთა , უსკოს აპარატის თანამშრომელთა , ასევე ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროექტების ა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა / ხელმძღვანელ პირთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისად .
