საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა 1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი ( საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები ) იმავდროულად არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები . აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიაში მათი წევრობის შეწყვეტას .
2.საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ამ მუხლითა და ამ კანონის 30 - ე და 31 - ე მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია .
3.საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს , საკონკურსო პირობებს , ვადებს და აღნიშნულ პირთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს უ სკო .
4.საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად შეიძლება აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან , რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 30 - ე მუხლის მე -10 და მე -11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი , გარდა ამ მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
5.საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი არ მოეთხოვება : ა ) იმ პირს , რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ; ბ ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს ; გ ) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს .
6.საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს , ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად აირჩიოს პირი , რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი , თუ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ვაკანსია ( ყველა ვაკანსია ) მაინც არ შეივსო .
