აქტები 1. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისების ს ა მა რთლებრივი აქტებია : ა ) უსკოს დადგენილება და განკარგულება , უსკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება , უსკოს მდივნის განკარგულება , უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი ; ბ ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება , საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება , საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება , საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები ; გ ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება , საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება , საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი .
2.უ სკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი , რომლის მიღება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში . დადგენილების მიღება შეიძლება ასევე გამონაკლის შემთხვევაში , არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე , თუ საჭირო გახდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა . დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია , რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას .
3.აკრძალულია უ სკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში .
4.უ სკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს უ სკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი , თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . უ სკოს დადგენილებას ხელს აწერენ უ სკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და უ სკოს მდივანი .
5.უ სკოს დადგენილება ძალაში შედის „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ გამოქვეყნებისთანავე , თუ იმავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული . უ სკოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან . უ სკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს .
6.საარჩევნო კომისიის , მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები , კენჭისყრის / არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები , რომლებიც მიიღება / გამოიცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონითა და უ სკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში . საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი , ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი . შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები . თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი , საარჩევნო კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება , თუკი მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა , მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა .
7.უ სკოს / საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი , რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ საკითხებთან , მათ შორის , საკადრო საკითხებთან , დაკავშირებით .
8.უ სკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის , საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე .
