1.ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2.ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიებია: ა) ცივ-გომბორის ეროვნული პარკი; ბ) სიღნაღის აღკვეთილი; გ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი.
3.ამ კანონით გათვალისწინებული ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და სათანადო ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.
