ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს სიღნაღის აღკვეთილის შექმნა; გ) უზრუნველყოს ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შექმნა; დ) მოაწესრიგოს ამ პუნქტით განსაზღვრული ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნით უზრუნველყოს გომბორის ქედზე არსებული, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით გამორჩეული მთის, ტყისა და მდელოს ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, აგრეთვე ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების განხორციელება; ბ) სიღნაღის აღკვეთილის შექმნით უზრუნველყოს გომბორის ქედზე არსებული ეკოლოგიური დერეფნის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ბოლოში მდებარე, ველური ბუნების მეტად მნიშვნელოვანი მონაკვეთების დაცვა, აღდგენა და მოვლა ველურ ბუნებასთან შეწყობილ სისტემაში ეკოტურისტული საქმიანობის განვითარებისთვის. აღნიშნული ტერიტორია ხოხბის, გნოლის, კაკბისა და ქედნის საბინადრო გარემოა; გ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შექმნით უზრუნველყოს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, დიდი ესთეტიკური და ისტორიულ-კულტურული ღირებულებით გამორჩეული, ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობით შექმნილი ლანდშაფტის დაცვა და შენარჩუნება, აგრეთვე ამ ტერიტორიაზე ტრადიციული/მდგრადი საქმიანობის განვითარება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
432222222221192
მითითებამნიშვნელობით ახლოსცივ-გომბორის დაცული ტე…არაგვის დაცული ლანდშაფ…გურიის ეროვნული პარკის…ჯავახეთის დაცული ტერიტ…ეგრისის ეროვნული პარკი…რაჭის დაცული ტერიტორიე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა