Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 8

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 8. ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.ცივ-გომბორის დაცულ ლანდშაფტს მართავს გურჯაანის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.ცივ-გომბორის  დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად.

4.ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის სათათბირო ორგანოს (საბჭოს).

5.სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება სათათბირო ორგანოს (საბჭოს) დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვრცელდება ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

7.სახელმწიფოს მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და მისი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება; გ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაკვირვების/მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ჩატარების ორგანიზება, მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის (ბიოლოგიური მრავალფეროვნება, დაცვა, მონიტორინგი, დაფინანსება და სხვა) შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკის, ზღუდის, თავშესაფრისა და გზამკვლევის მოწყობის და სხვა) განხორციელების ორგანიზება; ზ) ცივ-გომბორის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-26

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 239

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები და მათი ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება)
  • 7ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა
  • 9ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების დაცვისა და ამ ტერიტორიებით სარგებლობის რეჟიმი

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 22ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება
  • 21ტყის მართვის ორგანო

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 4გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
623918222166664113798
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ცივ-გომბორის დაცული ტე…არაგვის დაცული ლანდშაფ…ტანისა და თეძმის დაცულ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…მაჭახელას დაცული ლანდშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2026