ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 9. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების დაცვისა და ამ ტერიტორიებით სარგებლობის რეჟიმი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით განსაზღვრული ცივ-გომბორის ეროვნული პარკის, სიღნაღის აღკვეთილისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დასაშვებია კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.ამ კანონით განსაზღვრული ცივ-გომბორის ეროვნული პარკის, სიღნაღის აღკვეთილისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობები/ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისად.

3.ამ კანონით განსაზღვრული ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია: ა) გარემოს და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა; ბ) მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა; გ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება; დ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებული საქმიანობების განსახორციელებლად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) ტურიზმისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა; ვ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შენარჩუნებით; ზ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით) გათვალისწინებული სხვა დაშვებული საქმიანობების განხორციელება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423612205556²6113729
მითითებამნიშვნელობით ახლოსცივ-გომბორის დაცული ტე…არაგვის დაცული ლანდშაფ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…კოლხეთის დაცული ტერიტო…რაჭის დაცული ტერიტორიე…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა