Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 3¹

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 3¹. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²5

1.თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე მაინც; ა 1 )  ელექტროენერგიით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის  შესახებ - მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ; ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე; გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე; დ) ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ –  შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს  გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად; ე) ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის  ზუსტი  მიზეზისა  და  მომარაგების  აღდგენის  სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.

2.განაწილების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ელექტროენერგიით მომარაგების მომსახურებასთან.

3.განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

4.მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს: ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით; ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით; გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით. დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.

4¹.ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.

4².მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც განაწილების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული  ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.  ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.

5.როდესაც მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2019 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2019
  2. 28 თებ. 2019· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2018
  3. 31 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2018
  4. 27 ივლ. 2017
  5. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 5 ცვლილება · ბოლო 31 ოქტ. 2019
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
  • 15ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
  • 14სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
  • 16ღია (საჯარო) ინფორმაცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 137ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა
  • 160გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 7საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3¹14163¹1519¹4105137160783¹
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომერციის …ენერგოეტიკეტირების შეს…სატელეკომუნიკაციო ინფრ…