Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 19¹

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 19¹. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²33¹44¹566¹7899¹101112

1.საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა. ამასთან,  თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ   ახალი   მომხმარებლის   მიერთების   განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი  განხილვა  ამ  წესების მე-19  და  19 ​​​​ ​1 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 1 ​​​ ​1 . მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 5​​ ​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღიდან 10 სამუშაო დღეში.

2.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 10 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-19 და 19​ 1 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით.

2¹.განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს ინფორმაცია: ა) მიერთების დასრულებისას გაზმომარაგების დაწყებისთვის, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის განაწილების ლიცენზიატისთვის წარდგენის აუცილებლობის შესახებ; ბ) განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და ვადის გადაცილების შემთხვევაში, კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ.

2².განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში.

3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განაცხადის ხელახლა წარდგენისას.

3¹.ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში ხარვეზის დადგენის საფუძველი შეიძლება ასევე იყოს: ა)  ქსელზე ერთი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთებისთვის ასაშენებელი ქსელის, მათ შორის, მრიცხველის განთავსება არ არის უსაფრთხო, რადგანაც არ არსებობს მისაერთებელ ობიექტთან ან მის მიმდებარედ მუდმივი განთავსების შენობა-ნაგებობა (რომლის სიახლოვესაც ქსელი, მათ შორის, მრიცხველი შესაძლოა განთავსდეს) და ამასთანავე მისაერთებელი ობიექტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა ან არ მიმდინარეობს; ბ) მოთხოვნილ მიერთებაზე შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს განაცხადის ხელახლა წარდგენის საფუძველზე, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის გარეშე; გ) განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა), რაც შეუძლებელს ხდის განმცხადებლის სწორ იდენტიფიცირებასა და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.

4.განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). თუ 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია მოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.

4¹.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესი არ არის დამოკიდებული მომხმარებლის შიდა ქსელის მოწყობის პირობასთან ან ამ პირობის შეცვლასთან. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი დამატებით მოითხოვს თუ არა შიდა ქსელის მოწყობას ან უარს იტყვის მის მოწყობაზე (მათ შორის, მოხმარების ერთი ან მეტი წერტილის მოწყობაზე), ან ხელს უშლის შიდა ქსელის სამუშაოების შესრულებას რაიმე ფორმით.

5.(ამოღებულია - 26.12.19 №45). 5 ​1 . თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას: ა) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს მიმართოს ერთობლივი განაცხადით და ამ განაცხადის წარდგენამდე, წინასწარ სრულად  გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური; ბ) წესების მე-19 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ განაწილების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.

6.(ამოღებულია - 04.06.2026, №14).

6¹.მიერთების მსურველი თავისუფლდება მიერთების საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებისგან, თუ ამ საფასურის გადახდის ვალდებულებას წერილობით იკისრებს ადმინისტრაციული ორგანო. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს დაადგინოს განაცხადზე ხარვეზი, მიერთების საფასურის წინასწარ გადაუხდელობის საფუძვლით.

7.განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

8.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდი განსაზღვრულია №3 დანართში. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. ამასთან: ა) მომარაგების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების დრო (2 საათიანი ინტერვალით). ბ) იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის ან/და შიდა ქსელის მოწყობა ვერ ხდება მომხმარებლის მიზეზით განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი).  განაწილების ლიცენზიატმა მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის და მომარაგების დაწყებისათვის საჭირო პროცედურის შესახებ (მათ შორის, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ - ასეთი დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით; გ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნისა და შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, შიდა ქსელზე მინიმუმ ერთი გაზდანადგარის დაერთებით) წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე), ხოლო, თუ მომხმარებელმა ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების მოთხოვნით განაწილების ლიცენზიატს მიმართა მიერთების დასრულებიდან 6 თვის შემდეგ - ობიექტზე გაზმომარაგება უნდა დაიწყოს 10 სამუშაო დღის ვადაში. განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს  ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე; დ) თუ მომხმარებლის შიდა ქსელი მზად არის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისთვის - განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის შიდა ქსელი უნდა მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს, დაიწყოს მომხმარებლის გაზმომარაგება და ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე. 8 ​1 . ამ წესების მე-19 მუხლის მე- 9 პუნქტის შესაბამისად შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობის სამუშაოების შესრულების მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია,  მიერთების პერიოდში, არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ობიექტზე მისვლის და სამუშაოების შესრულების დრო (2 საათიანი ინტერვალით). მიერთების სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად, თუ განაწილების ლიცენზიატის მიზეზით არ მოხდება შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა.

9.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების ან ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

9¹.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით); ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს); გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე. 9 ​2 . ამ მუხლის 9 ​1 პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.

10.(ამოღებულია - 27.06.19 №13).

11.ახალი მომხმარებლის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და განაწილების ლიცენზიატთან მიერთების საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად. ამასთან, თუ მიერთების საფასურის განწილვადებით გადახდაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თვიურ გადასახდელს სამჯერ არ გადაიხდის სრულად ან/და დროულად, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს შეწყვიტოს განწილვადების ხელშეკრულება და მოითხოვოს დარჩენილი თანხის სრულად გადახდა ამ წესების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში,  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გადასახდელის ორჯერ გადაუხდელობის, ან/და ვადაგადაცილებით გადახდის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება გადახდის პირობის მესამედ დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გაგზავნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიატს.

12.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების მსურველს ტექსტური შეტყობინება უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მიერთების მსურველის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე; ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების გაგზავნა დასტურდება, შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მიერთების მსურველს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან. მიერთების მსურველს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს: ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა- ცხელ ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით; ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წერილობითი ფორმით; გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება - ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 ივნისის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.01.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29- ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №27 - ვებგვერდი, 08.08.2025 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 ივლ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 9 ივნ. 2026

    19¹ მუხლის პირველ პუნქტში მოიხსნა მითითებები მე-19 მუხლის მე-9 და თავად მე-6 პუნქტზე, შესწორდა მართლწერა, ხოლო მე-6 პუნქტი 17-თვიანი განწილვადების წესით ამოღებულია.

  2. 8 აგვ. 2025
  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  4. 15 ოქტ. 2024
  5. 22 ივლ. 2024
  6. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023

    19¹ მუხლში მერვე პუნქტის ტექსტი, მცირე რედაქციული შესწორებით, მე-9 პუნქტად გადავიდა. ყოფილი მე-11 პუნქტი, ახლა მე-12, სიმძლავრის გაზრდის აკრძალვასაც მოიცავს და განაშენიანების გეგმის წარდგენას პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას უკავშირებს.

  7. 19 აგვ. 2022
  8. 1 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 4 ოქტ. 2021
  9. 10 თებ. 2020· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  10. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 20 აგვ. 2018
  11. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    დაემატა 9¹ პუნქტი, რომელიც ლიცენზიატს აძლევს მიერთების ვადის გაზრდის კომისიისთვის მოთხოვნის უფლებას დადგენილი პირობებითა და პროცედურით.

  12. 1 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 20 აპრ. 2016

    19¹ მუხლში განაცხადებზე პასუხები ახლა ტექსტური შეტყობინებით იგზავნება და დაემატა განაცხადის რეგისტრაციის შეტყობინება; დაემატა 5¹ პუნქტი მრავალბინიანი სახლის განაცხადებზე, მე-11 პუნქტი გავრცელდა ზედამხედველობის საფასურზე და დაემატა მე-12 პუნქტი შეტყობინებების წესზე.

  13. 4 ნოე. 2014

    19¹ მუხლი სრულად გადაიწერა: მიერთება ახლა იწყება კომისიის სტანდარტული ფორმის განაცხადით, ლიცენზიატს აქვს 5 სამუშაო დღე განაცხადის განსახილველად, ინიშნება აბონენტის ნომერი, გადახდა 50%-იანი წინასწარი შენატანით ხდება, ხოლო დაემატა განწილვადების, ვადების შეჩერების, საფასურის განახევრებისა და დავალიანების წესები.

  14. 28 დეკ. 2012

    19¹ მუხლის მე-2 პუნქტში ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთებისა და მომარაგების ვადა განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღიდან 30 სამუშაო დღემდე გაიზარდა.

  15. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    ახალი 19¹ მუხლი ადგენს ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების წესს: 15 სამუშაო დღის ვადა, ლიცენზიატის მიერ სამუშაოებისა და ხარჯის უზრუნველყოფა, ხარჯთაღრიცხვის წარდგენა და მიერთების საფასურის გადახდის ვარიანტები, მათ შორის განწილვადება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 19²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 15 ცვლილება · ბოლო 9 ივნ. 2026
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
  • 38¹ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სპეციალური წესი
  • 37ანგარიშგება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები
  • 18წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება
  • 26¹წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება
  • 160გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება
  • 161ავტორიზაცია

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
925⁶4118¹1826¹1938¹378016016119¹
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…სამეწარმეო საქმიანობის…მაუწყებლობის შესახებნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026