Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 137

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 137. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 136-ე მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობით ანდა ქსელის მოვლა-პატრონობასთან ან ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით.

2.ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, ქსელთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად, ან ელექტროენერგიის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ელექტროენერგიის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.

3.მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებით. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადაში.

4.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რომელმაც შესაძლოა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე.

5.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად, შესაკეთებლად ან შესამოწმებლად.

6.ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების წესებით.

7.ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავსშესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის უფლებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 136-ე მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობით ანდა ქსელის მოვლა-პატრონობასთან ან ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით. 2. ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, ქსელთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად, ან ელექტროენერგიის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ელექტროენერგიის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. 3. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებით. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადაში. 4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რომელმაც შესაძლოა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. 5. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად, შესაკეთებლად ან შესამოწმებლად. 6. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების წესებით. 7. ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავსშესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის უფლებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 136შემდეგი მუხლი 138

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ქსელთან მიერთების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 136

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 142ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა
  • 134ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები
  • 101მიწოდების საქმიანობა

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹¹ (დანართი 1)ტერმინთა განმარტება
  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67³ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 13დავის განხილვა

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 5მომსახურების გაწევა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
513111¹¹…64² (…67³164136142134101258137
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეტიკეტირების შეს…გადასახადების ადმინისტ…ელექტრონული კომერციის …განახლებადი წყაროებიდა…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026