Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 4

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:ენერგიის განაწილებაკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენ­ტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

2.ელექტროენერგიის მომხმარებელი ვალდებულია ელექტროენერგია გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.

3.პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

4.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან. 4​ ​1 . უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი აბონენტად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში: ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე); ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ პუნქტი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში ფაქტობრივ მფლობელს წერილობით მოსთხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და  ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე; გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია  შეწყვიტოს მომარაგება; დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.

5.პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებ­­ლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთ­რის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწი­ლე­ბის ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარე­გისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწი­ლების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესე­­­ბით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიც­ხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგის­ტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენ­ზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).

6.განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესა­ხებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონ­მდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირო­ბებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლი­ცენ­ზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგის­ტრა­ციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდე­ბულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარა­გებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალის­წინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწი­ლების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბო­ნენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგის­ტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტრო­ენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციე­ლებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვა­ლისწინებული.

8.განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი); ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელი (სახელწოდება), ან სხვა პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახუ­რების გაწევა და ელექტროენერგიით მომარა­გება; ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს); ვ) ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი (საყოფაც­ხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში: ზ.ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრუ­ლების გაფორმება; ზ.ბ) ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომა­რა­გების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრება; თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

9.განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებ­ლობაში ფლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა; ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

10.აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განა­წილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგის­ტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზ­ღვრული პირობების დაცვით.

11.განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორ­ციე­ლებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომა­რა­გების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

12.აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებ­ლთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს ხელ­შეკ­რუ­ლების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ (იხ. დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმა­რებელს უფლება აქვს მოითხოვოს „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.

13.აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებ­ლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმა­რებ­ლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალის­წინებული.

14.თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი ან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი ელექტროენერგიას იყენებს არამიზნობრივად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს.

15.მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში  ცვლილების თაობაზე.

16.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 29 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 იან. 2020
  2. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
  3. 2 ოქტ. 2015

    მე-4 მუხლში მესაკუთრის შეცვლისას განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს, განაცხადის „ე“ ქვეპუნქტი საკადასტრო კოდს მოითხოვს ფლობის ფორმის ნაცვლად, ხოლო ახალი მე-14 პუნქტი ლიცენზიატს ცალმხრივად სტატუსის შეცვლის უფლებას ანიჭებს.

  4. 28 სექ. 2012

    „გ“ ქვეპუნქტში გადახდაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები ახლა განსხვავებულადაა ჩამოყალიბებული ფიზიკური პირის, იურიდიული პირისა და სხვა პირის შემთხვევაში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3¹შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი
  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 4 ცვლილება · ბოლო 29 იან. 2020
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 18აბონენტად რეგისტრაცია
  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 19²ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
  • 26¹წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები
  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁹საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 20სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 58ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 9შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁹2034411426426¹18¹1819¹19²5894
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის (სიმძლ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…ენერგეტიკისა და წყალმო…