Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 5

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 5. მომსახურების გაწევა

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025
თემები:მომხმარებელთა დაცვაწყლის რესურსებივალის ამოღებაკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45678910

1.მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

2.მიმწოდებელის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

3.მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

3¹.როდესაც  წყალმომარაგების ლიცენზიატის  მიერ  ამ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით  შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან). 3 ​2 .  წყალმომარაგების ლიცენზიატი თავისუფლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე განთავსებული და მომხმარებლ(ებ)ის კუთვნილი წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოების შესრულებისგან, თუ: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს,  განახორციელოს  მის ინდივიდუალურ საკუთრებაზე გამავალი და ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს, განახორციელოს ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ და ამ ამხანაგობის საერთო ქონებაზე განთავსებულ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები.

4.მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.

5.მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, სასმელი წლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სასმელი წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

6.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი წყალმომარაგების (სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების სისტემის) სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). მიმწოდებელს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს წყალმომარაგების სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების წყალმომარაგებისა და დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).

7.წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს, რომელსაც არ მიეწოდება სასმელი წყალი ამ წესების შესაბამისად, უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით: ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით; ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სასმელი წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებელის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

9.დაუშვებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება-გამოყენება, თუ შესაძლებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს აღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.

10.მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი  ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 17.10.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 19.08.2022 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით. 2. მიმწოდებელის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ. 3. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან. 3 1 . როდესაც  წყალმომარაგების ლიცენზიატის  მიერ  ამ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით  შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან). 3 ​2 .  წყალმომარაგების ლიცენზიატი თავისუფლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე განთავსებული და მომხმარებლ(ებ)ის კუთვნილი წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოების შესრულებისგან, თუ: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს,  განახორციელოს  მის ინდივიდუალურ საკუთრებაზე გამავალი და ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს, განახორციელოს ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ და ამ ამხანაგობის საერთო ქონებაზე განთავსებულ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები. 4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. 5. მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, სასმელი წლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სასმელი წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ. 6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი წყალმომარაგების (სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების სისტემის) სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). მიმწოდებელს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს წყალმომარაგების სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების წყალმომარაგებისა და დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად). 7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს, რომელსაც არ მიეწოდება სასმელი წყალი ამ წესების შესაბამისად, უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით: ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით; ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სასმელი წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებელის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს. 9. დაუშვებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება-გამოყენება, თუ შესაძლებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს აღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას. 10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი  ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 17.10.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 19.08.2022 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 19 აგვ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 18

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2019
  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  3. 27 ივლ. 2017
  4. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    5-ე მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი მომხმარებლის მიზეზით შეუსრულებელი მოქმედებების შესახებ და მე-10 პუნქტი ადგილზე შემოწმების 5 სამუშაო დღის ვადით.

  5. 20 აპრ. 2016

    მე-5 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეიცვალა მომხმარებლის მიერ გადასახდელი საფასურის შემადგენლობა (ტექნიკური ზედამხედველობა, კვანძის მოწყობა და შეჭრა), ხოლო ახალი 1¹ პუნქტი ადგენს ლიცენზიატის უფლებებსა და ვალდებულებებს გაუმრიცხველიანებელ მომხმარებელთან კვანძის მოწყობისას.

  6. 2 სექ. 2015

    მე-5 მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადასა და ხარჯს მრიცხველის დიამეტრის მიხედვით ანაწილებს: 15 მმ-მდე — ლიცენზიატის ხარჯით 30 სამუშაო დღეში, ზემოთ — დანართი №4-ის ვადასა და საფასურზე.

  7. 17 ოქტ. 2014

    მე-7 პუნქტსა და მის „ა“ ქვეპუნქტში „მიმწოდებელი“ შეიცვალა წყალმომარაგების ლიცენზიატით, ვალდებულება შემოიფარგლა იმ დაინტერესებული პირით, რომელსაც წესების შესაბამისად წყალი არ მიეწოდება, ხოლო მიზნები განისაზღვრა როგორც საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო.

  8. 5 სექ. 2013

    მე-5 მუხლში მიმწოდებლის მიერ შესაძენ, დასამონტაჟებელ და შესაკეთებელ „სხვა საშუალებებში“ პირდაპირ მითითებულია სათანადო ფილტრი და უკუსარქველი.

  9. 2 სექ. 2013
  10. 27 მაი. 2013
  11. 28 დეკ. 2012
  12. 28 სექ. 2012
  13. 27 მარ. 2012

    მე-5 მუხლის ტექსტში ჩაერთო აღრიცხვის კვანძის მოწყობის მუხლი 6 მისი ყველა პუნქტით, რომელიც მიმწოდებელს აკისრებს კვანძის მოწყობას და განსაზღვრავს მხარეთა პასუხისმგებლობას.

  14. 30 დეკ. 2011
  15. 9 აგვ. 2011
  16. 31 დეკ. 2010
  17. 27 ივლ. 2010
  18. 21 ივნ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამომხმარებლო ვალის ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამომხმარებლო გაწვევის პროცედურები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი
  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 18 ცვლილება · ბოლო 24 ივნ. 2019
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 24წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 6მომსახურების გაწევა
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 145წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები
  • 14ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები
  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები

წყლის შესახებ

  • 41წყალმოსარგებლის ვალდებულებანი
  • 39წყალმოსარგებლის უფლებები

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 4პირველადი წყალმოსარგებლე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
413932418¹62884145141055
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…წყლის შესახებწყალმომხმარებელთა ორგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026