ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 145. წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, ამ კანონით, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული წესით სრულად ისარგებლოს წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები და მოვალეობები.

2.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება; გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება; დ) უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი; ე) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; ვ) წყალარინების სისტემების მეშვეობით უზრუნველყოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების დამაბინძურებელ ნივთიერებათა დამუშავება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად; ზ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობისას ასამოქმედებლად, აგრეთვე აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე; თ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით; ი) წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების გრაფიკის შესახებ; კ) წყალმომარაგების სხვა ლიცენზიატს თავის ქსელში გაუტაროს სასმელი წყალი კომისიის მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ; ლ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: ლ.ა) წყალმომარაგების დამტკიცებული ტარიფები; ლ.ბ) წყალმომარაგების მომსახურების დამტკიცებული პირობები; მ) შეიმუშაოს და კომისიასა და საზოგადოებას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ნ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

3.წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ კანონის XXXVIII თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, ამ კანონით, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული წესით სრულად ისარგებლოს წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები და მოვალეობები. 2. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება; გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება; დ) უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი; ე) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; ვ) წყალარინების სისტემების მეშვეობით უზრუნველყოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების დამაბინძურებელ ნივთიერებათა დამუშავება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად; ზ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობისას ასამოქმედებლად, აგრეთვე აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე; თ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით; ი) წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების გრაფიკის შესახებ; კ) წყალმომარაგების სხვა ლიცენზიატს თავის ქსელში გაუტაროს სასმელი წყალი კომისიის მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ; ლ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: ლ.ა) წყალმომარაგების დამტკიცებული ტარიფები; ლ.ბ) წყალმომარაგების მომსახურების დამტკიცებული პირობები; მ) შეიმუშაოს და კომისიასა და საზოგადოებას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ნ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური. 3. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ კანონის XXXVIII თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1353416367412141441313145
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ადგილობრივი თვითმმართვ…წყალმომხმარებელთა ორგა…წყლის რესურსების მართვ…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა