საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 143¹⁰. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განადგურდა.

2.საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. თავი XVII სხვა საპროცესო მოქმედებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 18 აგვ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2009 – 18 აგვ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
364143⁵143⁴143⁸291714132554143¹⁰
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სამართალდაცვით სფეროში…პერსონალურ მონაცემთა დ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…საჯარო სამართლის იურიდ…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა