Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 143⁸

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 143⁸. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მონაცემთა დამუშავებააქტივების დაბრუნებატრანსსასაზღვრო აღსრულებაცილისწამება და რეპუტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს.

2.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა.

3.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეინახება სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა ეს მასალა.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ან მათი ზემდგომი პროკურორი იმ მოსამართლის/იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც/რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ ოქმი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით, გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.

6.ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეინახება სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა ეს მასალა. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი ზემდგომი პროკურორი იმ მოსამართლის/იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც/რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ ოქმი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით, გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში. [ 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ან მათი ზემდგომი პროკურორი იმ მოსამართლის/იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც/რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ ოქმი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით, გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 143⁶შემდეგი მუხლი 143⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოკუმენტების განადგურება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამართლებრივი შენახვის ვალდებულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სიახლეების სტატიების წაშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ძიების შედეგების დაფარვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
3
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ოპერატიულ-სამძებრო… 6მუხლი 6მუხლი 79მუხლი 83

მიუთითებენ მასზე

მუხლი 143³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143⁹ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება
  • 143⁵ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულება
  • 143⁶ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 14ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, გაცემა და განადგურება

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 13სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განადგურება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 8ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები
  • 10ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა
  • 5საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14³ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვა, გაცემა და განადგურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ
  • 14⁹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურება

მაუწყებლობის შესახებ

  • 54²მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6810514³67983143³143⁹143⁵143⁶171314143⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს სისხლის სა…სამართალდაცვით სფეროში…საჯარო სამართლის იურიდ…სახელმწიფო საიდუმლოები…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026