Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებმუხლი 6

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

მუხლი 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:რისკების მართვაადამიანის უფლებათა სამართალიჰუმანიტარული სამართალირელიგიური და ეთნიკური დანაშაულებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიორგანიზებული დანაშაული და კანონიერი ქურდი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

2.პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება.

3.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა.

4.ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას , მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს და სასამართლოს , რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება , ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით . 4​​​ 1 . ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.

5.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №663 – ვებგვერდი, 24.06.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3282 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4596 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6980-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1317 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1312– ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი II ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით. 2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება. 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა. 4. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას , მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს და სასამართლოს , რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება , ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით . 4 ​4​​​ 1 . ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთასახელმწიფო დაცვისაუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში. 5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2013 წლის  30  მაისის  კანონი № 663 №663 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.24.06.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22  მარტის  კანონი  №478  - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის  კანონი №3282  –  ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4596 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6980-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1317 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1312– ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი II ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება
რედაქციების შედარება

1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით. 2. პირს , რომელსაც მიაჩნია , რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა , შეუძლია ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში , პროკურორთან ან სასამართლოში . განხორციელებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება . 3. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს ( საჯარო მოსამსახურეებს ) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო , აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების , საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში . აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების , რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში , თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას , ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას , ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას , ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას , არ აღვივებენ ეროვნულ , კუთხურ , რელიგიურ ან სოციალურ შუღლს . ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა . 4. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას , მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს და სასამართლოს , რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება , ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით . 4 1 . ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში. [ 4 1 . ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს (ზედამხედველ მოსამართლეს) და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან ) ] 5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 663 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3282 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4596 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. თავი II ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ბიოსამედიცინო კვლევის ჩატარება (მუხლი 135)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბანდიტიზმი / უკანონო ფორმირება (მუხლი 223/224)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №59

4
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
5
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16საქართველოს სისხლი… 143⁸საქართველოს სისხლი… 143⁹პერსონალურ მონაცემ… 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 2ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები
  • 15ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები
  • 13ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

პროკურატურის შესახებ

  • 25ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა
  • 4პროკურატურის ამოცანები
  • 23გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

პოლიციის შესახებ

  • 29ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 118¹პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 16დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 43სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7162151316143⁸143⁹118¹10329172546
მითითებამნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ფინანსთა ს…პროკურატურის შესახებპოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026