Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 151

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 151. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აქტივების დაბრუნებასარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისამოქალაქო აღდგენა და კომპენსაციამსხვერპლის წარმომადგენლობა - ეკონომიკურიაქტივების გაყინვაპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²4

1.სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

2.ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 331 1 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.

3.სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა.

3¹.ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით შეიძლება ასევე ყადაღა დაედოს ქონებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მისაღწევად: ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად; ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად; გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

3².დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით ყადაღა ედება აგრეთვე ამ კოდექსის XVII 1 თავით გათვალისწინებულ ქონებას.

4.ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2153 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 331 1 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად. 3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა. 3 1 . ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით შეიძლება ასევე ყადაღა დაედოს ქონებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მისაღწევად: ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად; ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად; გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად. 3 2 . დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით ყადაღა ედება აგრეთვე ამ კოდექსის XVII 1 თავით გათვალისწინებულ ქონებას. 4. ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2153 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 სექ. 2025
წინა მუხლი 150შემდეგი მუხლი 152

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბანკროტობის აქტივების დაფარვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვანდალიზმი / ქონების დაზიანება (მუხლი 187)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იპოთეკური თაღლითობა (მუხლი 180/208)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრედიტის უკანონოდ მიღება (მუხლი 208) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-09-05
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 194საქართველოს სისხლი… 331¹საქართველოს სისხლი… 52მუხლი 194მუხლი 52

მიუთითებენ მასზე

მუხლი 152მუხლი 154მუხლი 158

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 157ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი
  • 158ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადა
  • 154ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356⁴ქონებაზე ყადაღის დადება
  • 356¹⁰ქონებაზე ყადაღის დადება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 241ქონებაზე ყადაღის დადება
  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 40მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
  • 63¹უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
  • 56ყადაღის დადების განკარგულება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 52ქონების ჩამორთმევა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56²ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52194331¹4063¹56356⁴356¹⁰15415819452152157241151
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026