საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 191. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს.

2.თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22 1 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. 2​ 1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ამ მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის ზიანის მიყენების, მისი მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში.

2².ამ მუხლის 2 1 ნაწილით განსაზღვრულ განჩინებაში მიეთითება, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22 1 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით.

2³.ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ინიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადით.

3.თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. (191-ე მუხლის მე-3 ნაწილი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება №3/4/1543 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.

3¹.თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში განსაზღვრავს მსჯავრდებულის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.

3².თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა და ამის გამო პროცესუუნარო გახდა, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოსამართლე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის ჩატარების მიზნით საქმის არსებით განხილვას არ იწყებს 3 თვე ან აჩერებს 3 თვით.

3³.მოსამართლე ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას წყვეტს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეს დასაბუთებული განჩინება გამოაქვს. სასამართლო ამ განჩინებას უგზავნის მხარეებს, აგრეთვე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული. აღნიშნულ განჩინებაში მოსამართლე ასევე უთითებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელსა და გვარს, მის საპროცესო მდგომარეობას, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების დასახელებას, რომელშიც ეს პირი თავსდება.

3⁴.მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, გამოტანიდან 48 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებსა და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მოსამართლეს.

3⁵.სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/განახლდება, თუ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოტანილი დასკვნის საფუძველზე (შეფასების შედეგად) დადგინდება, რომ ბრალდებული ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოტანილ განჩინებაში მითითებულ ვადაში პროცესუნარიანი გახდა, ან გასულია ამ მუხლის 3 3 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული ვადა.

4.თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6363 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3998 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება №3/4/1543 – ვებგვერდი, 16.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/1794 – ვებგვერდი, 04.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1902/2 – ვებგვერდი, 29.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №179 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ოქტ. 2026

    პირველ ნაწილში მითითება 22¹ მუხლის პირველი პუნქტიდან 1¹ პუნქტზე გადავიდა; 2¹ ნაწილში ვადის განსაზღვრის კრიტერიუმები ახლებურად ჩამოყალიბდა, დაემატა 2² ნაწილი ვადაზე ადრე შეწყვეტის მითითების შესახებ და 2³ ნაწილი, რომლის მიხედვითაც მკურნალობა ინიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადით.

  2. 191-ე მუხლს დაემატა აღნიშვნა 2¹ ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების არაკონსტიტუციურად ცნობისა და 2026 წლის პირველი ნოემბრიდან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ; მე-3 ნაწილის ტექსტი უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3476422¹2222¹1510620722205167105384191
მითითებამნიშვნელობით ახლოსფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…ამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა