საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 21. ტერიტორიული განსჯადობა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს.

2.მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის XXI თავის შესაბამისად.

3.გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.

4.ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს.

5.თუ სასამართლო დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი განჩინებით საქმეს განსჯადობის მიხედვით გადასცემს სხვა სასამართლოს.

6.განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს. 2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის XXI თავის შესაბამისად. 3. გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით. 4. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს. 5. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი განჩინებით საქმეს განსჯადობის მიხედვით გადასცემს სხვა სასამართლოს. 6. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №111 · ძალაშია 29 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61523105222012414435621
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ“

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა