Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 50

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 50. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) ზოგადი პროცედურა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ტრანსსასაზღვრო აღსრულებაგადაწყვეტილების აღსრულებაუცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაკოლიზიური სამართალივალის ამოღებაგანქორწინება და განშორება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სასამართლოს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ეგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაძლებლად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

3.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა, შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით.

4.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულის მოსაზრებებს მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით გაეცნოს როგორც სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულის პირადად გამოცხადებით, ისე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საშუალებით.

5.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის მოსაზრებები მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით პირადად მოისმინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მსჯავრდებული მოითხოვს აღნიშნული პროცედურის განხორციელებას.

6.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, გარდა ამ თავით გათვალისწინებული საკითხებისა, ამოწმებს: ა) არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის; ბ) არსებობს თუ არა ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები; გ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შემთხვევაში დაირღვევა თუ არა ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი; დ) არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები.

7.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია უცხო სახელმწიფოს განაჩენში ან გამომდინარეობს მისგან.

8.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებიდან არა უგვიანეს 4 თვისა.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით და გასაჩივრდება იმავე წესით, როგორითაც საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი განაჩენი.

10.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

11.შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების ასლი.

12.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, გარდა ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

13.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება როგორც უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი.

14.იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოეცა საქართველოს, დაუშვებელია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან მისი მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც მოხდა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი საქართველოსთვის გადმოცემა.

15.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის საქართველოსთვის გადმოცემა, ამაზე თანახმაა; ბ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოცემულმა მსჯავრდებულმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ.

16.ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან თანხმობის გამოთხოვა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს მსჯავრდებულის წერილობითი მოსაზრება და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სასამართლოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ეგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაძლებლად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 3. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა, შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით. 4. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულის მოსაზრებებს მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით გაეცნოს როგორც სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულის პირადად გამოცხადებით, ისე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საშუალებით. 5. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის მოსაზრებები მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით პირადად მოისმინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მსჯავრდებული მოითხოვს აღნიშნული პროცედურის განხორციელებას. 6. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, გარდა ამ თავით გათვალისწინებული საკითხებისა, ამოწმებს: ა) არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის; ბ) არსებობს თუ არა ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები; გ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შემთხვევაში დაირღვევა თუ არა ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი; დ) არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები. 7. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია უცხო სახელმწიფოს განაჩენში ან გამომდინარეობს მისგან. 8. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებიდან არა უგვიანეს 4 თვისა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით და გასაჩივრდება იმავე წესით, როგორითაც საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი განაჩენი. 10. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 11. შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების ასლი. 12. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, გარდა ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 13. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება როგორც უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი. 14. იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოეცა საქართველოს, დაუშვებელია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან მისი მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც მოხდა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი საქართველოსთვის გადმოცემა. 15. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის საქართველოსთვის გადმოცემა, ამაზე თანახმაა; ბ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოცემულმა მსჯავრდებულმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან თანხმობის გამოთხოვა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს მსჯავრდებულის წერილობითი მოსაზრება და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 51

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრანსსასაზღვრო განქორწინება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო ვალის ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხოური გადაწყვეტილების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შიდა გადაწყვეტილების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 52მუხლი 55

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 47საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა)
  • 49საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები
  • 48საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა
  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 70უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
  • 71გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 46თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება
  • 45საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პირობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
464591307¹290289283¹7071525547494850
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026