Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 58¹

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 58¹. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თანამონაწილეობა და დამხმარეობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით.

2.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისთვის და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.

3.პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.

4.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხს პროკურორი განიხილავს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებელი − საქმის სასამართლოში წარმართვამდე.

5.პროკურორმა ან გამომძიებელმა მის მიერ მიღებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს და უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

6.როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მოწმეს/დაზარალებულს. მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2270 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

წინა მუხლი 58შემდეგი მუხლი 58²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დანაშაულის ორგანიზებული დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 61¹სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
  • 58²მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლებები და მოვალეობები
  • 56პირის დაზარალებულად ცნობა # #

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 29არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაზე/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები
  • 50პროცესში საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა
  • 21არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები

პროკურატურის შესახებ

  • 28დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, სისხლის სამართლის პოლიტიკა და დანაშაულის პრევენცია
  • 53საჩივარი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6¹ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა
  • 21საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 16სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72¹მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹2161¹58²5672¹16295021285358¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პროკურატურის შესახებიურიდიული დახმარების შ…სამართალდაცვით სფეროში…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026