„ამნისტიის შესახებ“

მუხლი 4

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №48აგ-122012-10-1614
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას იძლეოდა თუ არა ქმედების მსუბუქი კანონით გადაკვალიფიცირება სასჯელის შემცირების საფუძველს. პალატის განმარტებით, დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს, თუ იგი ახალი კანონის სანქციის მაქსიმუმს აღემატება; სანქციის ფარგლებში მოქცეული სასჯელის შემცირება ამ წარმოებაში დაუშვებელია. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, გადაკვალიფიცირება ძალაში დატოვა და მიუთითა, რომ ცვლილება უნდა შესულიყო 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებაში; სასჯელი დარჩა 5 წლით, 9 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
656754414435124
მნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა