Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 35³

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 35³. ინტერესთა შეუთავსებლობა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა ან მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში.

2.ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს შესაბამისი მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში.

3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებში, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი თავად მონაწილეობს მოსამართლის ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში.

4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული წესები მოქმედებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დაწინაურებისა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში, საპროკურორო საბჭოში, საჯარო სამსახურის საბჭოში ან კანონით დადგენილ სხვა უწყებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას და სხვა საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების მიღებისას. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესი არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განკარგულებაზე, რომელიც არ ეხება სახელობით განსაზღვრულ პირთა წრეს.

6.დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
წინა მუხლი 35¹შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-12-25
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 36⁵საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 34³უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება
  • 50საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე
  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁷კომისიის წევრის აცილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 10უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება
  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 31მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31636436⁵34³5041⁷1076719735³
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საგადახდო სისტემისა და…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026