Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 34³

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 34³. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121313¹13²14

1.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ამ კანონის 34 1 მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ: ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო; ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები; დ) ინფორმაცია, რომელიც ამ  წარდგინებას საფუძვლად დაედო, არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები წარადგინა; ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

2.საჩივარი ამ კანონის 34 1 მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების მის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,  რომელიც მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. აღნიშნული საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 34 1 მუხლით განსაზღვრული პროცედურა ჩერდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3.საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

4.საჩივარში მითითებული უნდა იყოს: ა) უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის დასახელება; ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი, მოწინააღმდეგე მხარის დასახელება და მისამართი; გ) გასაჩივრებული წარდგინებისა და მისი მიმღები ორგანოს ზუსტი დასახელებები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარდგინების გასაჩივრების საფუძველი, აგრეთვე ამ საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები; ე) საჩივრისთვის დართული წერილობითი მასალების ნუსხა; ვ) საჩივრის წარმდგენი პირის ხელმოწერა.

5.საჩივარს უნდა ერთოდეს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. საჩივრის საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში მას უნდა ერთოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი.

6.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, წარდგენილია თუ არა საჩივარი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა მას წარმოებაში იღებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსწორებას ავალებს და ამისთვის უნიშნავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 2 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, საჩივარი არ არის წარდგენილი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ ან დაირღვა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის დასაშვებობის საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

7.საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივარი და მისთვის დართული მასალების ასლები ეგზავნება მოწინააღმდეგე მხარეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უფლებამოსილია გააერთიანოს ორი ან ორზე მეტი საჩივარი ერთ წარმოებად ერთად განხილვისთვის.

8.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს ამ განჩინების გამოტანიდან 1 დღის ვადაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისთვის მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას.

9.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივრის განხილვაში მონაწილეობისთვის თავის წარმომადგენელს ნიშნავს.

10.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

11.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  წარდგინების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი წარდგინების მიღება გამოიწვია.

12.(ამოღებულია - 17.12.2025, №1252) .

13.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 34 1 მუხლის მე-13 პუნქტით/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ წარდგინებას მიიღებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ წარდგინების მისაღებად გამართულ არცერთ კენჭისყრაში არ მონაწილეობს, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭოს ამ წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას.

13¹.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინება საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 1 კვირის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით.

13².(ამოღებულია - 17.12.2025, №1252) .

14.(ამოღებულია - 01.04.2021, №447) . საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის ორგანული კანონი №7205 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №447 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აგვ. 2010 – 5 ოქტ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    ამოღებულია მე-12 და 13² პუნქტები, მათ შორის ხელახალი შეფასების წესი და გასაჩივრების უფლების ეტაპობრივი მოქმედება. 13¹ პუნქტით კი მხოლოდ საბჭოს ხელახალი წარდგინება შეიძლება გასაჩივრდეს, ერთჯერადად.

  2. 12 ივნ. 2024

    34³ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებში დაემატა საბჭოს წევრთა ვალდებულება, ხელახალი შეფასებისას და ხელახალი წარდგინების მიღებისას გაითვალისწინონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება.

  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნა; მე-12 და მე-13 პუნქტებში გაუქმების შემდგომი პროცედურა ახლებურად არის დადგენილი, წევრის მონაწილეობის გამორიცხვითა და შეფასების გაუქმებით. 13¹ პუნქტში ამოღებულია ხელახალი აქტის გასაჩივრების აკრძალვა და დაემატა 13² პუნქტი.

  4. 1 აპრ. 2021

    მე-11 და მე-12 პუნქტები მორგებულია საბჭოს „განკარგულებას/წარდგინებას“ და მე-12 პუნქტი ადგენს ხელახალი შეფასებისა და ხელახალი წარდგინების წესს. მე-13 პუნქტით ხელახალი განკარგულება/წარდგინება 3 სამუშაო დღეში საჩივრდება, ხოლო მე-14 პუნქტი ამოღებულია.

  5. 5 ოქტ. 2020

    დაემატა 34³ მუხლი, რომელიც აწესრიგებს კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლებს, ვადებს და წესს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34²შემდეგი მუხლი 35

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 5 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 34¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 34¹უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი
  • 34²უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება
  • 36⁵საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა
  • 193ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 47უმაღლესი საბჭოს
  • 11უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 88საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
616434¹34²36⁵13919718119388471134³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026