საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

1¹.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მის მიერ დასანიშნი/ასარჩევი თანამდებობის პირის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის დღემდე არაუგვიანეს 3 თვისა ან იმავე თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ამ კანონით დადგენილი წესით დაიწყოს და განახორციელოს აღნიშნულ თანამდებობაზე პირის დასანიშნად/ასარჩევად კანდიდატის შერჩევის პროცედურა.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. სხვა სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

5.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

6

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.

  • №3/2/71707.04.2017გადაწყვეტილება(4)
    კონსტიტუციურად ცნობილია

    საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/5/175027.03.2025განჩინება(3)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/15/170025.11.2022საოქმო ჩანაწერი(3)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/14/169325.11.2022საოქმო ჩანაწერი(2, 3)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/2/71701.06.2016საოქმო ჩანაწერი(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №71709.02.2016კონსტიტუციური სარჩელი(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 50 მუხლის მე-3 პუნქტში მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას სჭირდება სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3, სხვა სადისციპლინო საკითხს — უმრავლესობა; მე-4 პუნქტში მოსამართლედ დანიშვნის წესიდან ამოღებულია „ფარული კენჭისყრით“.

  2. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    50-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების ვადების შესახებ.

  3. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით სადისციპლინო საკითხზე საბჭოს გადაწყვეტილებისთვის 2/3-ის ნაცვლად საკმარისია სრული შემადგენლობის უმრავლესობის ფარული კენჭისყრით მხარდაჭერა.

  4. 50-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოსამართლედ დანიშვნისთვის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარი უნდა დაუჭიროს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-მა.

  5. მე-2 პუნქტში გადაწყვეტილების მიღების წესს დაემატა კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გამონაკლისი; მე-3 პუნქტით მოსამართლედ დანიშვნისთვის საჭიროა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ერთი მესამედისა და თითო წევრის მოთხოვნის ნაცვლად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10 (დ…64614775¹⁵51109371819718150
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა