საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 36⁷. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შედეგი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა მსჯელობს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხზე და საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ამ კანონის 36 4 მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.

2.მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი გადაწყვეტილება საჩივრდება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესებულად ჩაითვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

4.მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტურად ჩაითვლება და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა მსჯელობს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხზე და საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ამ კანონის 36 4 მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ. 2. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი გადაწყვეტილება საჩივრდება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესებულად ჩაითვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. 4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტურად ჩაითვლება და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 სექ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აგვ. 2010 – 1 სექ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    დაემატა 36⁷ მუხლი, რომელიც აწესრიგებს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გაუქმებული გადაწყვეტილების შემდეგ უვადოდ გამწესების საკითხის ხელახალ განხილვას: 2-კვირიან ვადას, განმეორებითი უარის გასაჩივრებას, გამწესების ძალაში შესვლის მომენტსა და ვაკანტურობის წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁰21¹²⁶611036⁵3679⁴10671119736⁷
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …მაუწყებლობის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა