აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2.სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით: ა) აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი და მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო; ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ გასულია იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური თანამდებობრივი სარგო.

3.თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პირს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა და ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა კომპენსაცია აღნიშნული ვადის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11 (დ…20 (დ…4866⁴10614721152164711
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…ოფიციალური სტატისტიკის…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა