Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 36

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²4³4⁴4⁵56

1.(ამოღებულია - 13.06.2023, №3129) .

2.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

3.( ამოღებულია - 01.05.2019, №4526 ).

4.მოსამართლეს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კანონის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4¹.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 4 4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, განაწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

4².(ამოღებულია - 17.12.2025, №1252) .

4³.იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი თანამდებობა ვაკანტურად იქნება მიჩნეული და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

4⁴.თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 36 4 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

4⁵.მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის პერიოდში, კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ შემფასებლის/შემფასებლების ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან/და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს შეფასებაში.

5.თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.

6.მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2726 - ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება №3/1/659 ­– ვებგვერდი, 21.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    4¹ პუნქტი შემოიფარგლა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებით და მისგან ამოღებულია გამონაკლისები, ხმათა კვალიფიციური რაოდენობისა და 10-წლიანი მოსამართლის წესები; 4² პუნქტი მთლიანად ამოღებულია.

  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    4³ პუნქტში ტერმინი „გამწესება“ შეიცვალა „განწესებით“ და პუნქტს დაემატა წესი, რომ უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტურად მიიჩნევა და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება.

  3. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  4. 2 მაი. 2019

    36-ე მუხლის პირველ პუნქტში თავმჯდომარის ვადა შემოიფარგლა მოსამართლეობის ვადით და დაემატა კანდიდატის დასახელებისა და კენჭისყრის დეტალური წესი; მე-3 პუნქტი ამოღებულია.

  5. 10 აგვ. 2018

    36-ე მუხლს დაემატა 1-ლი და მე-2 პუნქტები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ირჩევს პარლამენტი.

  6. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  7. 27 ივნ. 2017

    36-ე მუხლის 4¹ პუნქტში 3-წლიანი გამწესება კონკურსის საფუძველზეა და განისაზღვრა გამონაკლისი მოქმედი და ყოფილი მოსამართლეებისთვის, უვადოდ გამწესების 2/3-იანი ფარული კენჭისყრა და უარის შემთხვევაში უფლებამოსილების გაგრძელება.

  8. 21 თებ. 2017

    36-ე მუხლში ამოღებულია მოსამართლის 3-წლიანი ვადით გამწესების 4¹ წესი და 4⁴ პუნქტით გათვალისწინებული შეფასების პროცედურა; 4² პუნქტთან დაემატა 4¹ პუნქტის ნაწილობრივ ძალადაკარგულობის შენიშვნა.

  9. 6 ნოე. 2014

    36-ე მუხლის მე-5 პუნქტში უფლებამოსილების გაგრძელების საფუძველი ახლა 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკი ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლაა. დაემატა აკრძალვა გაგრძელების ვადაში თავმჯდომარეობაზე ან მოადგილეობაზე დანიშვნის (არჩევის) შესახებ და უკვე დაკავებული ასეთი თანამდებობის უფლებამოსილების შეწყვეტა.

  10. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    36-ე მუხლში მოსამართლის 3-წლიანი გამწესების მონიტორინგი შეიცვალა წილისყრით შერჩეული ორი შემფასებლის მიერ ექვსი დამოუკიდებელი შეფასებით, დაემატა შემფასებლის აცილების წესი, ხოლო უვადოდ არგამწესების შედეგები (კონკურსი, უფლებამოსილების შეწყვეტა, 3-წლიანი შეზღუდვა) 4³ პუნქტში ახლებურად ჩამოყალიბდა.

  11. 13 ნოე. 2013

    36-ე მუხლში 10-წლიანი დანიშვნა შეიცვალა 3-წლიანი გამწესებით, დაემატა მონიტორინგისა და უვადოდ გამწესების წესები (4¹–4³), ხოლო მე-5 პუნქტი შეესაბამა ახალ ვადებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 35⁴შემდეგი მუხლი 36¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 11 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 16 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35¹მუხლი 36⁴მუხლი 36⁵მუხლი 43

მიუთითებენ მასზე

მუხლი 36⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 79⁴თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს
  • 35რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესი
  • 36⁷უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შედეგი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 63მოსამართლე
  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა
  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 82

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 22სასამართლოთა შემადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61636036⁴35¹36⁵4379⁴3536⁷678218119736
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026