Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 49¹

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 49¹. მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემის წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:კორუფცია და თანამდებობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მოსამართლე სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის დაწყებამდე, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის მიღებამდე გონივრული ვადით ადრე, წერილობითი განცხადებით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ საქმიანობის განხორციელების ან ამ სარგებლის მიღების განზრახვის შესახებ. შეტყობინება გულისხმობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის თაობაზე შემდეგი ინფორმაციის წარდგენას: ა) სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის მოკლე აღწერა, მისი ძირითადი არსისა და განხორციელების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და ძირითადი ფუნქციების მითითებით); სარგებლის მიღების შემთხვევაში − სარგებლის არსის აღწერა, სარგებლის გამცემი წყაროს (სარგებლის გამცემის სახელი და გვარი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და მოსალოდნელი მატერიალურ-ეკონომიკური ეფექტის (ოდენობის) აღწერის ჩათვლით; ბ) სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის თვალსაზრისით მოსამართლის პოტენციური დამსაქმებლის თაობაზე ძირითადი მონაცემები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ა. შ.).

2.თუ მოსამართლის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განცხადება არ განიხილება.

3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს თანხმობის გაცემის საკითხს, რისთვისაც მას უფლება აქვს, გამოითხოვოს ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი ინფორმაცია (მათ შორის, იმ სასამართლოს თავმჯდომარისგან, რომელშიც მოსამართლე ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებას).

4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე ან სარგებლის მიღებაზე თანხმობას არ გასცემს, თუ: ა) მოსამართლის მიერ განხორციელებული სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობა გავლენას მოახდენს მის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ (ჯეროვნად) განხორციელებაზე; ბ) მოსამართლის პოტენციური დამსაქმებლის/მოსამართლისთვის სარგებლის გამცემის საქმიანობა შეუთავსებელია მართლმსაჯულების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელების პრინციპებთან; გ) მოსამართლის მიერ სარგებლის მიღება უპირისპირდება მართლმსაჯულების ინტერესებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას.

5.მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე ან სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების არარსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გასცეს: ა) მოსამართლის მიერ შესაბამისი სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შესახებ თანხმობა არაუმეტეს 1 კალენდარული წლის ვადით; ბ) მოსამართლის მიერ შესაბამისი სარგებლის მიღების შესახებ თანხმობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 50

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქრთამის აღება-მიცემა (მუხლი 338/339) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქრთამის აღება/მიცემა (მუხლი 338/339) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁸მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება
  • 72⁸მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა
  • 72²მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 17—

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 7თანამშრომლობა მოთხოვნის საფუძველზე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 203მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით
  • 6მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება
  • 218მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷²მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 37საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143⁹ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷²20362186317143⁹75⁸72⁸72²73749¹
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026