Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 56

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 56. სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5

1.მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.

2.სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოსამსახურეებს (სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის გარდა).

3.უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

4.სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4¹.სააპელაციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, კვლევაზე ორიენტირებული სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო საქმიანობისა და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება.

5.სასამართლოს აპარატის თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები არიან. სასამართლოს აპარატის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სარგებლობენ ყველა სოციალური გარანტიით, რომლებიც აქვთ შესაბამისად საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელესა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  № 46 , 04 . 0 8 . 20 10 წ., მუხ. 286 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1913 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 24 ოქტ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 ოქტ. 2022

    56-ე მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომლითაც სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს აპარატში სავალდებულოა ადამიანის უფლებათა სამართლის კვლევაზე ორიენტირებული სტრუქტურული ერთეულის არსებობა.

  2. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017

    56-ე მუხლის მე-2 პუნქტით სასამართლოს მენეჯერს გადაეცა აპარატის ორგანიზაციული ხელმძღვანელობა და კადრების დანიშვნის უფლებამოსილება, ხოლო ახალი 56¹ მუხლით შეიქმნა სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.

  3. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  4. 4 აგვ. 2010

    56-ე მუხლის მე-2 პუნქტით აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი და არა აპარატის თავმჯდომარისადმი დაქვემდებარება; საჭიროების შემთხვევაში მენეჯერი მოქმედებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 56¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 4 ცვლილება · ბოლო 24 ოქტ. 2022
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 79¹სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოსაღებად გასატარებელი ღონისძიებები
  • 25სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
  • 54საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 119უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
  • 122დებულებები და წესები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 146უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
  • 46კომიტეტის აპარატი
  • 147უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 13

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 15

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 59სასამართლო ხელისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
645979¹255411912215146461471356
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026