სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 23². საბჭო

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბჭო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების ამავე კანონის შესაბამისად, სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა.

2.საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით.

3.საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4.საბჭოს რეგლამენტს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5.საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სააგენტოს წარუდგენს საბჭოს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციაში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − წინადადებები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 11 იან. 2018-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაასაჩივროს შემსყიდველ ორგანიზაციაში. 2. საჩივრის შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ ინფორმაცია უნდა განათავსოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას და საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს მას მომჩივანს. შემსყიდველი ორგანიზაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1945 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მაი. 2005 – 11 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423⁴23³66⁵70¹219228385231123²
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…დეპოზიტების დაზღვევის …სახელმწიფო შესყიდვების…საერთო სასამართლოების …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა