ნოტარიატის შესახებ

მუხლი 43. თანამდებობის პირთა მიერ იმ ანდერძებისა და რწმუნებულებების დადასტურება, რომლებიც უთანაბრდება სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს უთანაბრდება: ა) საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში ან სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფი პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სხვა სტაციონარული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ; ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორის ან მთავარი ექიმის მიერ; ჰოსპიტალში, სანატორიუმში ან სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის ან სხვა პირის ანდერძი და რწმუნებულება, რომლებიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმის ან სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, სამედიცინო ნაწილის უფროსის ან მორიგე ექიმის მიერ; ბ) საქართველოს ალმით მცურავ საზღვაო გემზე ან საჰაერო ხომალდზე მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია ამ საზღვაო გემის კაპიტნის ან საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ; გ) საძიებო-სადაზვერვო და სხვა, მათ მსგავს ექსპედიციებში მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ექსპედიციის უფროსის მიერ; დ) სამხედრო მოსამსახურეთა ანდერძები და რწმუნებულებანი, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტებში, სადაც არ არის სანოტარო ბიურო და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა ორგანოები, – აგრეთვე მუშა-მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ დაწესებულების დირექტორის მიერ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოანდერძე ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებისთანავე ანდერძს წარუდგენს ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებამდე მოანდერძის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან მათთან დაცული ანდერძები ოფიციალური დეპონირებისათვის წარუდგინონ ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3363 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.244 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3618 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.327 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3552 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №843 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
471359135743¹47515255038281719232743
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საკონსულო საქმიანობის …სანოტარო მოქმედებათა შ…სამედიცინო-სოციალური ე…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა