ნოტარიატის შესახებ

მუხლი 27. ნოტარიუსობის კანდიდატი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნოტარიუსობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და რომლის ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის.

2.პირმა, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი, უნდა გაიაროს სტაჟიორთა კონკურსი. სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას. სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირების გასავლელად გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რომელიც ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდის იუსტიციის სამინისტროს.

3.სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4.სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გავლილი აქვს სტაჟირება და სტაჟირების გავლიდან ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1758 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნოტარიუსობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და რომლის ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის. 2. პირმა, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი, უნდა გაიაროს სტაჟიორთა კონკურსი. სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას. სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირების გასავლელად გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რომელიც ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდის იუსტიციის სამინისტროს. 3. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 4. სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გავლილი აქვს სტაჟირება და სტაჟირების გავლიდან ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1758 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტში კონკურსის გავლა ყველა მსურველისთვის ჩამოყალიბდა სავალდებულოდ, ხოლო სტაჟირებისგან გათავისუფლება უკავშირდება მე-11 მუხლის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების ერთ-ერთ პირობას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011³155734115728622¹84²27
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…სანოტარო მოქმედებათა შ…დანაშაულის პრევენციის,…საერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა