Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 34

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 34. მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნები

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

2.მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს ამ კანონის XIII 1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან) ან იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

3.მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება: ა) ( ამოღებულია - 26.06.2025, №827 ); ბ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი; დ) საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე − სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.

4.მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება: ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი; ბ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი; დ) უზენაესი, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის შედეგად და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება; ე) პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და რომელიც შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი №2651 - ვებგვერდი, 12.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    გამოცდისგან გათავისუფლებულთა ჩამონათვალიდან ამოღებულია „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად წარდგენილ პირს ეხებოდა; „ბ“ და მომდევნო ქვეპუნქტები ნაჩვენებ ტექსტში უცვლელია.

  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    პირველ და მე-2 პუნქტში დაზუსტდა ფორმულირება (არანაკლებ 5 წელი, საქართველოს სახელმწიფო ენა, მითითება ამ მუხლის მოთხოვნებზე). მე-3 და მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ცალ-ცალკე განისაზღვრა გამოცდის ჩაბარებისგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან გათავისუფლების პირთა წრე.

  3. 2 მაი. 2019

    34-ე მუხლის მე-4 პუნქტში საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილება შეიცვალა ნორმით, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევი პირი თავისუფლდება საკვალიფიკაციო გამოცდისგან.

  4. 10 აგვ. 2018

    34-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და თავმჯდომარის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გარეშე წარდგენის შესახებ.

  5. 1 მაი. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    34-ე მუხლის მე-2 პუნქტში გამონაკლისის მითითება ცალკე კანონის ნორმიდან ამ კანონის XIII 1 თავის ნორმაზე გადავიდა.

  6. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  7. 27 ივნ. 2017

    34-ე მუხლის მე-5 პუნქტში ყოფილი მოსამართლე გამოცდიდან თავისუფლდება სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 (და არა 7) წლის გასვლამდე.

  8. 12 აგვ. 2014

    34-ე მუხლის მე-2 პუნქტში 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განთავისუფლებულ პირზე შეზღუდვას დაემატა გამონაკლისი იმ შემთხვევისთვის, როცა დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონის შესაბამისი ნორმა აღარ არსებობს; „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განთავისუფლებულთა შეზღუდვა შენარჩუნებულია.

  9. 13 ნოე. 2013

    პირველ პუნქტში მოსამართლობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 28-დან 30 წლამდე გაიზარდა და იურიდიული განათლება უნდა იყოს არანაკლებ მაგისტრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 34¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 9 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 19 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1მუხლი 34¹მუხლი 34²მუხლი 35¹მუხლი 36⁴მუხლი 43

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 53მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
  • 66⁴³სკოლაში სწავლისგან გათავისუფლება
  • 34¹უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 7

ადვოკატთა შესახებ

  • 10მოთხოვნები ადვოკატისადმი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 27მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
  • 84²სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 29მოთხოვნები ნაფიცი მსაჯულისადმი

პროკურატურის შესახებ

  • 64პრაქტიკის გავლის წესი და პირობები

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 82

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011³63734¹134²35¹36⁴43355366⁴³2784²34
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…ადვოკატთა შესახებსაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026