ნოტარიატის შესახებ

მუხლი 20. ნოტარიუსის სამსახურებრივი შეუთავსებლობა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნოტარიუსს უფლება არა აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა.

2.ნოტარიუსს აქვს თავისი პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება.

3.ნოტარიუსს და მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეკრძალებათ იყვნენ მხარეთა შუამავლები გარიგების დადებისას.

4.დაუშვებელია ნოტარიუსის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება, ასევე ნოტარიუსის პროფესიული თვისებების რეკლამირება. ნოტარიუსს უფლება აქვს, საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ ფარგლებში. ს აქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-23(კ-20)2020-12-1780
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მემკვიდრის საკუთრების უფლების რე

    დავა ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, აგრეთვე მემკვიდრის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა და მასზე თანდართული წილების განაწილების ხელშეკრულება შეიძლება იყოს ხელშეკრულებაში მითითებული თანაბარი ან არათანაბარი წილების რეგისტრაციის საფუძველი. პალატამ გაითვალისწინა დამფუძნებელი შეთანხმების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებაც. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო აქტები გააბათილა და სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაავალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 6 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
833514324¹1987928195320
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საჯარო რეესტრის შესახე…ადვოკატთა შესახებსაქართველოს სახელმწიფო…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა