ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 14. საბჭოს წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 31 მაი. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია : ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) გარდაცვალება.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის გარდა, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია ასევე : ა) ამ კანონის მე -11 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში: ა.ა) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა; ა. ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა; ბ) ამ კანონის მე -11 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში: ბ. ა) საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის გასვლა; ბ.ბ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრობის უფლებამოსილების განუხორციელებლობა; ბ.გ) საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება; გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში: გ.ა) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა; გ.ბ) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის გასვლა.

3.საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

4.აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3355 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. თავი III 1 . საქსტატის მრჩეველთა საბჭო საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3114³⁶11²³444866⁴11610107161014
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ოფიციალური სტატისტიკის…საერთო სასამართლოების …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ადვოკატთა შესახებ