ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 21. აღწერის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 31 მაი. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქსტატს.

2.აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღის დასადგენად, აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების (კოორდინაციის) უზრუნველსაყოფად აღწერის ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია).

3.საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას, განიხილავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასა და კითხვარებს ამტკიცებს კომისია.

4.კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5.კომისიის მუშაობის წესი და საქმიანობა განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6.კომისია თავის საქმიანობას აგრძელებს აღწერის ჩატარებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
291315342431112815224415121
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს პარლამენტი…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…