Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოფიციალური სტატისტიკის შესახებმუხლი 11

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 11. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აღმასრულებელი მენეჯმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია: ა) საქსტატის ხელმძღვანელობა; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება, საქსტატის საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ მასთან შეთანხმება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) მოსახლეობის აღწერის პროგრამისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შემუშავება და აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) ეკონომიკური აღწერის პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების,  მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების შემუშავება და დამტკიცება, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების აღიარება; ვ) სხვადასხვა სახის აღწერის მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება; ზ) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება; თ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა; ი) საქსტატის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება; კ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ლ) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა; ნ) არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა; ო) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა; პ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჟ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; რ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2.საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წინა წლის განმავლობაში: ა) განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობის შესახებ; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ; გ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

3.საქსტატის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტი.

4.აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის დებულებით განსაზღვრული ზოგიერთი ფუნქცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.

5.აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი (ბრძანება) ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის მომსახურების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 15საბჭოს ფუნქციები
  • 8საქსტატის უფლებამოსილებები
  • 17საქსტატის მრჩეველთა საბჭო და მისი ფუნქციები

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 14დირექტორის ფუნქციები

ზოგადი განათლების შესახებ

  • 43დირექტორის ფუნქციები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 34საქსტატი
  • 24აღმასრულებელი ხელისუფლება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 6სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 7აღმასრულებელი დირექტორი

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 13

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 4საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1346144371334241581711
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…იურიდიული დახმარების შ…ზოგადი განათლების შესა…შეზღუდული შესაძლებლობი…სახელმწიფო აუდიტის სამ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026