საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 22. სახელმწიფო კონტროლის გეგმა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო კონტროლის გეგმას ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელთან დაკავშირებული გაერთიანება ან განმცხადებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს კომპეტენტურ უწყებასთან/მაკონტროლებელ ორგანოსთან.

2.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს კომპეტენტურ უწყებას. კომპეტენტური უწყება ვალდებულია აღნიშნული სახელმწიფო კონტროლის გეგმა 3 თვის ვადაში დაამტკიცოს.

3.მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის გეგმას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში ამტკიცებს კომპეტენტური უწყება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4957272610 (დ…6 (და…5 (და…619232021374322
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს გარემოს და…ზოგადი განათლების შესა…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა