Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოფიციალური სტატისტიკის შესახებმუხლი 31

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 31. აღწერის ჩატარების თარიღი, აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.აღწერის ჩატარების თარიღი დგინდება კონკრეტული აღწერისთვის, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მისი ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა.

2.აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია).

3.აღწერა ტარდება აღწერის პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.

4.აღწერის პროგრამა მოიცავს ინფორმაციას აღწერის ჩატარების მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების, შესაბამისი ბიუჯეტის, საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალის, მათი შესრულების ვადებისა და ამ სამუშაოთა შემსრულებლების შესახებ.

5.კომისია განიხილავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილ აღწერის მეთოდოლოგიასა და კითხვარებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.

6.კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

7.კომისიის საქმიანობა და მისი განხორციელების წესი  განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8.კომისია თავის საქმიანობას ასრულებს აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

9.აღწერის მომზადებისა და ჩატარების, აღწერის შედეგად მოპოვებული მასალის დამუშავებისა და აღწერის შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა საქსტატს ეკისრება.

10.აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება აღწერის პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო აღწერის საბოლოო შედეგები – აღწერის ჩატარების თარიღიდან არაუგვიანეს 18 თვისა.

11.მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი აღწერის მონაცემები ინახება აღწერის შედეგების სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონული სახით არსებული ინფორმაცია – განუსაზღვრელი ვადით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 11საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები
  • 10საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
  • 32ეკონომიკური აღწერა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 16აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების კონტროლი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 151საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში
  • 142სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 55სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 44კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 22სახელმწიფო კონტროლის გეგმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
163955104135443211102215114231
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026