ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 7. საქსტატის უფლებამოსილება

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 31 მაი. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქსტატის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა ) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მის ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება; გ ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა, რომელიც მოიცავს : გ.ა ) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას; გ.ბ ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით; გ.გ ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას; გ.დ ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას; გ.ე ) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; გ.ვ ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას; დ ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება; ე) საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ვ ) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა; ზ)კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა; ზ 1 ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; ზ 2 ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; თ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

2.საქსტატი სტატისტიკას აწარმოებს საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული /აღიარებული საერთაშორისო ანალოგიების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.

3.საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოოს სტატისტიკა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით.

4.საქსტატს ეკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე -4 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.

5.საქსტატის ორგანოების კონკრეტული უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქსტატის დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5370 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №497 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6835 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 1 ოქტ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2020
  2. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
  3. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2016

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5616841256503451820157
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…სახელმწიფო აუდიტის სამ…სოციალური დახმარების შ…ადრეული და სკოლამდელი …