ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 15. საბჭოს ფუნქციები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილი

1.საბჭოს ფუნქციებია: ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ შესათანხმებლად წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის პერიოდული მიმოხილვა; დ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება; ე) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ვ) აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის განხილვა და დამტკიცება; თ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცება; კ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცება; ლ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება. ამ დებულებით განისაზღვრება საბჭოს მიერ საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები; მ) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცება; ნ) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

2.საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ნორმატიული აქტი (დადგენილება) ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

3.საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6144722183483811171115
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…იურიდიული დახმარების შ…შემოსავლების სამსახური…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა