ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 4. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 31 მაი. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა – ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს, ეკონომიკის სუბიექტებსა და საზოგადოებას ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფს. ამ მიზნით და მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები მიუკერძოებლად ამზადებენ და ავრცელებენ პრაქტიკული ღირებულების მქონე სტატისტიკურ მონაცემებს; ბ) პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა – ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის შესანარჩუნებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და წარდგენის მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ პროფესიული მოსაზრებების შესაბამისად, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით უნდა მიიღონ; გ) ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა – სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობისათვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა ინფორმაცია სტატისტიკურ წყაროებთან, მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული მეცნიერული სტანდარტების შესაბამისად უნდა წარადგინონ; დ) სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან აცილება – სტატისტიკური მონაცემების მცდარი ინტერპრეტაციის ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს აქვთ მათი განმარტების უფლება; ე) სტატისტიკური წყაროს არსებობა – სტატისტიკური მიზნებისათვის მონაცემები შეიძლება შეგროვდეს ყველა სახის წყაროდან – სტატისტიკური გამოკვლევებიდან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციიდან. სტატისტიკის მწარმოებელმა სტატისტიკური წყარო ხარისხის, დროულობის, დანახარჯებისა და რესპონდენტის დატვირთვის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს; ვ) კონფიდენციალურობა – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ სტატისტიკური მიზნებისათვის შეგროვებული, ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისათვის გამოიყენება; ზ) საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა – კანონმდებლობა, ნორმები და ზომები, რომელთა ფარგლებშიც ფუნქციონირებს ოფიციალური სტატისტიკის სისტემა, საჯაროა; თ) ეროვნული კოორდინაცია – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შორის კოორდინაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანობის მისაღწევად; ი)საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ საერთაშორისო ცნებების, კლასიფიკაციებისა და მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების შეთანხმებულობასა და ეფექტიანობას; კ) საერთაშორისო თანამშრომლობა – ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების გაუმჯობესებას.

2.სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45⁶19257665953454341454
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ოფიციალური სტატისტიკის…პროდუქტის უსაფრთხოების…პერსონალურ მონაცემთა დ…სპორტის შესახებსურსათის/ცხოველის საკვ…