2027 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის მიზნით: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვადები; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024−2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას; გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1138 – ვებგვერდი, 20.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №133 – ვებგვერდი, 28.12.2024წ.
მუხლი 114⁶. სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია
28 დეკ. 2009 – 1 იან. 2022 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

