პატიმრობის კოდექსი

მუხლი 125¹. ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და სამართალმემკვიდრეობა

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.2015 წლის 1 ივლისს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ამის გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია არ იწვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების ლიკვიდაციას.

2.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივნისისა შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომლის წევრთა შორის უნდა იყვნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

4.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები.

5.პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები რეორგანიზებულ იქნენ პენიტენციურ დაწესებულებებად. რეორგანიზაციის დასრულებამდე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები ინარჩუნებენ 2015 წლის 30 ივნისისთვის არსებულ სტრუქტურას და განაგრძობენ ფუნქციონირებას და უფლებათა განხორციელებას და მოვალეობათა შესრულებას 2015 წლის 30 ივნისისთვის არსებული წესით. კონკრეტული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის რეორგანიზაცია დასრულდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ ამ დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრისა. ამ თარიღამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოსცეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების რეორგანიზაციისთვის საჭირო სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები.

6.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა და ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მინისტრის მიერ გამოცემული ახალი აქტების ძალაში შესვლამდე.

7.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კოდექსის ნორმებს.

8.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

9.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცეს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/ერთეულებს. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადის დინება ხელახლა დაიწყება, თუ ამ საქმეების განხილვის მიმდინარე ვადაში დასრულება ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელია. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35113²18¹341321²11 (დ…6 (და…8 (და…708484¹125¹
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს მთავრობის …სამოქალაქო უსაფრთხოები…კორუფციის წინააღმდეგ ბ…პროფესიული საჯარო მოხე…უმაღლესი განათლების შე…