Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 84

პროკურატურის შესახებ

მუხლი 84. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ორგანოდ − საქართველოს პროკურატურად.

2.საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე.

3.საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება.

4.საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

6.ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემა.

7.ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემა.

8.ამ კანონის ამოქმედებისთანავე გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისათვის განწესებული მთავარი პროკურორი დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

9.იუსტიციის მინისტრი ინარჩუნებს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, რომელიც უნდა შეირჩეს ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

10.ამ კანონის ამოქმედებისთანავე საპროკურორო საბჭოს წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით.

11.ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს პროკურატურის მუშაკების უფლებამოსილების შეწყვეტას, ისინი იწოდებიან პროკურატურის თანამშრომლებად და გადაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე.

12.2019 წლის 1 ნოემბრამდე პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს პროკურატურა. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4257 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №4902 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. მუხლი 84 1 . სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მათი შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2025 წლის 14 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან გენერალურმა პროკურორმა დანიშნოს საქართველოს პროკურატურაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი გენერალურ პროკურორს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2025 წლის 1 ივლისიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. მას 2025 წლის 1 ივლისიდან კანონის შესაბამისად მიეცემა კომპენსაცია 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებმა წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან სტაჟირების გავლა გააგრძელონ საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომელზე, რომელიც საქართველოს პროკურატურაში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან სტაჟიორის თანამდებობაზე დაინიშნება, არ გავრცელდეს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატისთვის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების 10-წლიანი ვადა.

2.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის 2025 წლის 1 ივლისიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების,  მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის ერთი ნაწილის პირდაპირ გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის, ხოლო მეორე ნაწილისა − შესაბამისი სამსახურისთვის. გენერალური პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს იმავე კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

3.სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისიდან. ასეთი გარიგების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონის შესაბამისად დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

4.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ არსებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები გაგრძელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.გენერალურმა პროკურორმა 2025 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობისა და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა.

6.გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს მიმდინარე და დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით განაწილება.

7.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა 2025 წელს ფინანსდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00). საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისი სამსახურისთვის მიზნობრივი განაწილება.

8.შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. თავი XXIII დასკვნითი დებულებანი

რედაქციების შედარება

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ორგანოდ − საქართველოს პროკურატურად. 2. საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე. 3. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება. 4. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემა. 7. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემა. 8. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისათვის განწესებული მთავარი პროკურორი დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. 9. იუსტიციის მინისტრი ინარჩუნებს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, რომელიც უნდა შეირჩეს ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. 10. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საპროკურორო საბჭოს წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით. 11. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს პროკურატურის მუშაკების უფლებამოსილების შეწყვეტას, ისინი იწოდებიან პროკურატურის თანამშრომლებად და გადაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე. 12. 2019 წლის 1 ნოემბრამდე პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს პროკურატურა. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4257 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №4902 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. მუხლი 84 1 . სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მათი შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2025 წლის 14 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან გენერალურმა პროკურორმა დანიშნოს საქართველოს პროკურატურაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი გენერალურ პროკურორს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2025 წლის 1 ივლისიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. მას 2025 წლის 1 ივლისიდან კანონის შესაბამისად მიეცემა კომპენსაცია 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებმა წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან სტაჟირების გავლა გააგრძელონ საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომელზე, რომელიც საქართველოს პროკურატურაში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან სტაჟიორის თანამდებობაზე დაინიშნება, არ გავრცელდეს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატისთვის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების 10-წლიანი ვადა. 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის 2025 წლის 1 ივლისიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების,  მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის ერთი ნაწილის პირდაპირ გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის, ხოლო მეორე ნაწილისა − შესაბამისი სამსახურისთვის. გენერალური პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს იმავე კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი დაადგინოს საქართველოს მთავრობამ. 3. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისიდან. ასეთი გარიგების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონის შესაბამისად დაადგინოს საქართველოს მთავრობამ. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ არსებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები გაგრძელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. გენერალურმა პროკურორმა 2025 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობისა და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა. 6. გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს მიმდინარე და დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით განაწილება. 7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა 2025 წელს ფინანსდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00). საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისი სამსახურისთვის მიზნობრივი განაწილება. 8. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. თავი XXIII დასკვნითი დებულებანი

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივნ. 2019
  2. 29 დეკ. 2018
წინა მუხლი 83შემდეგი მუხლი 85

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №16

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2019-06-28
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 6პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობა
  • 15გენერალური პროკურორი
  • 9დაქვემდებარება და უფლებამოსილების დელეგირება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 25გარდამავალი დებულებები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 113გარდამავალი დებულებანი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 70გარდამავალი დებულებები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 30გარდამავალი დებულებანი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
113653325301570123461591484
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ფინანსთა ს…სააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო სერვისების …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026