პატიმრობის კოდექსი

მუხლი 90. დისციპლინური პატიმრობის შეფარდება

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

1¹.თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „გ“, „დ“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.

2.მსჯავრდებულისთვის 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღე-ღამეს, ხოლო ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 150 დღე-ღამეს.

3.დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება ქალ მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, აგრეთვე 65 წელს გადაცილებულ მსჯავრდებულს.

4.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს: ა) გამომცემი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროსა და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას; ე) დისციპლინური დარღვევის ჩამდენის შესახებ მონაცემებს (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ვ) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით) და დარღვევის არსს. თუ დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო; ზ) მონაცემებს მოწმისა და დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში; ი) შუამდგომლობას სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის ვადის მითითების გარეშე.

6.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს ამ განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება. აღნიშნული განმარტების თაობაზე აღინიშნება დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

7.თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.

8.დისციპლინური დარღვევის ჩამდენს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას.

9.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.

10.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს პენიტენციური დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის პირს.

11.მოსამართლე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.

12.სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით . საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26 2 მუხლი .

13.სასამართლოში საქმე განიხილება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის (დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი (დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე.

14.დისციპლინური პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ნოე. 2011 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³³11²⁰20559¹5 (და…4¹ (დ…641019680778190
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს შინაგან სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პოლიციის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სისხლის სა…