Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებმუხლი 2

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 19 ოქტ. 2023
თემები:აუდიტიIP სტრატეგიასამუშაო ადგილის გამოძიება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შიდა აუდიტის სუბიექტი – დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული , რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა აუდიტი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) შიდა აუდიტორი – შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტს ამ კანონით დადგენილი წესით; გ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება ან/და დაწესებულების სისტემა ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/ ქვედანაყოფები (ერთეული/ერთეულები) ან/და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული/ერთეულები, რომელშიც/რომლებშიც შიდა აუდიტი ხორციელდება; დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება; ე) შიდა კონტროლის სისტემა – დაწესებულების მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მეთოდებს, პროცედურებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ფუნქციას, რომელიც ყალიბდება, რათა დაეხმაროს დაწესებულებას, მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა, და რომლის ჩამოყალიბებისათვის პასუხისმგებელი არიან დაწესებულების ხელმძღვანელები; ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა კონტროლის სისტემის ნაწილი, რომელსაც ნერგავენ და ახორციელებენ დაწესებულების ხელმძღვანელები, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას; ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას; ზ 1 ) მარწმუნებელი საქმიანობა − დამოუკიდებელი შეფასების მომზადების მიზნით დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზის განხორციელება; ზ 2 ) საკონსულტაციო საქმიანობა − კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის ან რეკომენდაციის მიცემა ან მისი მხარდამჭერი სხვა, მსგავსი მომსახურების გაწევა, მათ შორის, ტრენინგის ჩატარება ან/და ფასილიტაციის გაწევა, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება აღნიშნულ ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე; თ) შიდა აუდიტორული შემოწმება − სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას; ი) ჰარმონიზაციის ცენტრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციურ სრულყოფას და ამ საკითხების კოორდინაციას; კ) სისტემური აუდიტი − ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ლ) შესაბამისობის აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება; მ) ეფექტიანობის აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით; ნ) ფინანსური აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი − ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში); ჟ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი – პრინციპები, რომლებიც ვრცელდება შიდა აუდიტორებზე და მოიცავს მათი ქცევის ძირითად წესებს; რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ შემუშავებული შიდა აუდიტის სტანდარტები; ს) შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები − უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“; ტ) რისკი − ალბათობა ისეთი მოვლენის მოხდენისა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს დაწესებულების მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე; უ) ეკონომიურობა – რესურსების ღირებულების მინიმუმამდე შემცირება მისაღები ხარისხის პირობებში, რაც გულისხმობს შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის საჭირო რესურსების დროულად და საუკეთესო ფასად შეძენას; ფ) ეფექტიანობა – დაგეგმილი შედეგებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, რაც გულისხმობს მიღწეული მიზნებისა და შედეგების განხორციელებულ ღონისძიებებთან კავშირს; ქ) პროდუქტიულობა – არსებული რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა, რაც გულისხმობს, შესაბამისი ხარისხის, რაოდენობისა და დროულობის გათვალისწინებით, გამოყენებულ რესურსებსა და საბოლოო პროდუქტს შორის თანაფარდობას. საქართველოს 20 10 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3756 - სსმ I, № 62 , 05 .

11.20 10 წ., მუხ. 395 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 დეკ. 2023· გამოქვეყნდა 3 ნოე. 2023
  2. 29 დეკ. 2015

    მე-2 მუხლის ტერმინთა უმეტესობა ხელახლა განისაზღვრა; ჰარმონიზაციის ცენტრი ახლა ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, ხოლო აუდიტის სახეები, შიდა აუდიტის სტანდარტები და ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის განმარტებები ახლებურად ჩამოყალიბდა.

  3. 5 ნოე. 2010

    მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში ეროვნული ცენტრის განმარტება შეიცვალა მთავრობასთან შექმნილი შიდა აუდიტის საკითხთა განმხილველი საბჭოს განმარტებით; ფუნქციებიდან ამოღებულია ფუნქციური სრულყოფა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შიდა გამოძიება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შიდა აუდიტის მომსახურება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IP აუდიტი და შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ოქტ. 2023 · №12

  • 3 ცვლილება · ბოლო 3 ნოე. 2023
  • 7 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 18შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები
  • 3შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობა
  • 4შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დაზღვევის შესახებ

  • 9²შიდა აუდიტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27ტერმინთა განმარტება
  • 2ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 22აუდიტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2722319²418322222
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შიდა ფინანს…სახელმწიფო აუდიტის სამ…დაზღვევის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…საინვესტიციო ფონდების …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ოქტ. 2023 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026