Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიზაინის შესახებმუხლი 22¹

დიზაინის შესახებ

მუხლი 22¹. დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:პატენტის რეგისტრაციაობიექტის ლიცენზირებამხატვრის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით; ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი; გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4−მე-10 პუნქტების მოთხოვნებს; დ) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები; ე) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლების მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება.

2.დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) იმის წერილობითი დასაბუთება, რომ დიზაინის რეგისტრაცია ექვემდებარება ბათილად ცნობას; ბ) ყველა იმ ადრე გაცემული რეგისტრაციის, გამოცემის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის ასლი, რომელსაც დაინტერესებული მხარე დასაბუთებისას ეყრდნობა. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარდგენილი, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. საწინააღმდეგო შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

3.დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.

4.საქპატენტი დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ან დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

5.დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში.

6.დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს აგრეთვე დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან მისი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნება ამ კანონის მე-20 მუხლის 4 2 პუნქტით დადგენილი წესით, თუ შეცვლილი დიზაინი აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის არსი.

8.დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხელახალი გაყიდვის უფლება (Droit de suite)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დიზაინის პატენტის რეგისტრაციასერვისის გვერდი
  • სასარგებლო მოდელის რეგისტრაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №5

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-11-17
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 20მუხლი 3მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დიზაინის შესახებ

  • 22დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა
  • 17არსობრივი ექსპერტიზა
  • 29დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 42¹გამოგონების პატენტის ხელახალი ექსპერტიზა
  • 47მომსახურების საფასური
  • 35არსობრივი ექსპერტიზა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 8განაცხადის ექსპერტიზა
  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა
  • 15¹სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა
  • 22საფასური

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 173დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹47351215¹1731020372217298722¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026