Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიზაინის შესახებმუხლი 29

დიზაინის შესახებ

მუხლი 29. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:პატენტის რეგისტრაციაობიექტის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ: ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით; ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი; გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4−მე-10 პუნქტების მოთხოვნებს; დ) დიზაინის რეგისტრაციისას განმცხადებელი ან დიზაინის მფლობელი არ იყო უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად; ე) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები; ვ) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლების მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება; ზ) დიზაინის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციით მინიჭებული/რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა. თუ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მითითებულ იქნეს თანაგანმცხადებლად, მას შეუძლია მოითხოვოს დიზაინის თანამფლობელობა.

3.დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან მისი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა დასაშვებია დიზაინის გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი, რომელიც დიზაინის რეგისტრაციისას არ იყო უფლებამოსილი პირი, განაცხადის წარდგენის ან დიზაინზე უფლებების მიღების დროს არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა.

5.მრავლობითი განაცხადის ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი შეიძლება შეეხებოდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვონ შემდეგმა პირებმა: ა) „ა“, „ბ“, „გ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − დაინტერესებულმა პირმა; ბ) „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ იმ პირმა, რომელიც არის უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად; გ) „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელმა; დ) „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ განმასხვავებელუნარიან სიმბოლოზე უფლების მფლობელმა.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში დიზაინის უფლებამოსილი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის მომენტიდან აღნიშნულ დიზაინზე ყველა ადრე გაცემული ლიცენზია და სხვა უფლება გაუქმებულად მიიჩნევა.

8.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე დიზაინის მფლობელმა ან ლიცენზიატმა დაიწყო დიზაინის გამოყენება ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მოსამზადებელი სამუშაოები გასწია, იგი უფლებამოსილია დიზაინის ახალი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში მისგან მოითხოვოს არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია. ეს ლიცენზია უნდა გაიცეს იმ ვადით, რომელიც საჭიროა აღნიშნული სარჩელის აღძვრამდე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლითაც დიზაინის ადრინდელი მფლობელი ან ლიცენზიატი ახორციელებდა საქმიანობას სარჩელის აღძვრამდე.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტი არ გამოიყენება, თუ დიზაინის არაუფლებამოსილი მფლობელი ან ლიცენზიატი დიზაინის გამოყენების დაწყებისას ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გაწევისას არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა.

10.დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.

11.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნება ამ კანონის მე-20 მუხლის 4 1 და 4 2 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28¹შემდეგი მუხლი 29¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დიზაინის პატენტის რეგისტრაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • 1 ცვლილება · ბოლო 17 ნოე. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 20მუხლი 3მუხლი 7მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დიზაინის შესახებ

  • 29¹დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების უკუძალა
  • 28დიზაინის რეგისტრაციის გაუქმება
  • 22¹დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 28სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
  • 38¹⁰სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები
  • 38კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების გამო

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 68რეგისტრაციის გაუქმება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 26რეგისტრაციის გაუქმება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 57პატენტის ბათილად ცნობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 422განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ
  • 422¹ზოგიერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 40

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
572838¹⁰3826422201037929¹2822¹6829
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს საპატენტო …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026